Blog

გამოფენა-კონკურსი ,,მაკარონის ხელნაკეთობები”

18-24 ნოემბერს მთელი მსოფლიო საზეიმოდ აღნიშნავს ,,იტალიური ენის IV საერთაშორისო კვირეულს“.
კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ წელს პირველად ატარებს გამოფენა-კონკურსს სახელწოდებით – ,,მაკარონის ხელნაკეთობები“.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იტალიური ენისა და კულტურის ყველა მოყვარულს, „დანტეს“ ხელოვნებისა და სხვა სკოლების მოსწავლეებს, სტუდენტებს, აგრეთვე ნებისმიერი ასაკის წარმომადგენლებს ვთავაზობთ წარმოადგინონ კრეატიული ნამუშევრები, რომლებშიც ძირითად მასალად გამოყენებული იქნება უმი მაკარონი.
კონკურსი ატარებს არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ შემეცნებით- საგანმანათლებლო ხასიათს, რადგანაც მიზნად ისახავს იტალიის რეგიონების მიხედვით მაკარონის განსხვავებული სახეობის გაცნობასა და პოპულარიზაციას.
კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების ფოტოები შევა კატალოგში, რომლის ნახვაც შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში ღონისძიებისთვის სპეციალურად შექმნილ ,,ციფრულ გალერეაში“. კონკურსის ბოლოს კი გაიმართება მაკარონის ხელნაკეთობების გამოფენა.
პრიზების ჩამონათვალი:
გამოფენა-კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ შემდეგი პრიზები:
– იტალიური ტანსაცმლის ერთ-ერთ ლიდერ მაღაზიათა ქსელის OVS-ის 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;
-,,დანტე ალიგიერი საზოგადოების“ იტალიური ენის ADA-ს საერთაშორისო 2 თვიანი კურსის ვაუჩერი;
-,,დანტე“ ხელოვნების სკოლის ,,Bottega d’Arte”-ს 2 თვიანი კურსის ვაუჩერი (კურსში შედის: ხატვა, ძერწვა, ხელოვნების ისტორია და იტალიური ენა);
-იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ზურგჩანთა;
-იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ქუდი;
– სხვა სავარაუდო პრიზები, იმ იტალიური ფირმებიდან, რომლებიც გამოფენა-კონკურსის ფინალურ საღამოს გაუწევენ სპონსორობას.
 

16 ნოემბერს, 16:00 საათზე „დანტეს“ თბილისის კომიტეტის ოფისში გაიმართება გამოფენის წინა შესარჩევი ტური, რომლის მსვლელობისას კომპეტენტური ჟიურის წევრები, ბატონები, ზურაბ გომელაური და გივი ქობულია, გამოავლენენ 15 საუკეთესო ნამუშევარს. კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო IV კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, საპატიო სიგელითა და სიმბოლური საჩუქრით.
გამოვლენილი 15 ნამუშევრის ავტორები მიწვეულნი იქნებიან ღონისძიების ფინალურ გამოფენა-კონკურსზე, რომელიც ჩატარდება იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, 18 ნოემბერს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე დიპლომატიური წრეების წარმომდგენლები. საღამო გაშუქდება მასმედიის მიერ.
ღონისძიების დასასრულს მოწვეულ სტუმრებს ელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზი: სახელოვანი კულინარიული სასწავლებლის „Etoile“ არაჩვეულებრივი შეფ მზარეულები უგემრიელესი მაკარონის კერძებით გაუმასპინძლდებიან სტუმრებს.
ღონისძიების სპონსპორები არიან საქართველოში წარმოდგენილი ცნობილი იტალიური ბრენდები: Barilla, La Molisana, Fabrika, Fattorie Garofalo, OVS, Università Tuscia, Vinosia, Podere Montale.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
-გადაუღეთ ფოტო სმარტფონით თქვენს ნამუშევარს
-გამოგვიგზავნეთ ჩვენს ოფიციალურ მეილ მისამართზე italsimpatia@gmail.com
-ფოტო, თქვენი სახელი გვარი
-ელექტრონულად ნამუშევრის ფოტოს გაგზავნის ბოლო ვადაა: 2019 წლის 15 ნოემბრის 20:00 სთ. ხოლო ნამუშევრები უნდა მოიტანოთ ზემოხსენებული ვადის ამოწურვამდე ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ ოფისში.
კონკურსის მონაწილეები მეილზე მიიღებენ როგორც შეტყობინებას, ისე მოსაწვევს ფინალურ გამოფენაზე, რომელიც გაიმართება სპეციალურად ამ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებისთვის წინასწარ შერჩეულ საგამოფენო დარბაზში. საღამოზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ინსტიტუციებისა და სახელოვნებო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები.
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:
https://bit.ly/2JEPVpM
ტელ.:+995 (595) 416 116
რ/კ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების-თბილისის კომიტეტი“, თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის 6

 

 
 
#vivereALLitaliana
გაზიარება: