Blog

თბილისის ,,დანტეს” კომიტეტი შეირჩა პარმის უნივერსიტეტის ტრენინგ-კურსისთვის (PIFY), რომელიც იტალიური ენის პედაგოგების პროფესიული გადამზადების მიზნით ტარდება

თბილისის კომიტეტი შეირჩა დანტე ალიგიერის საზოგადოებისა და იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის – პარმის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული იტალიური ენის (L2, LS) პედაგოგების პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის.

მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ ონლაინ რეჟიმში მიმდინარე კურსი უფრო მეტად აძლიერებს ჩვენი კომიტეტის როლს და გვთავაზობს პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

კურსი არის საწყისი ეტაპი ერთწლიანი მოსამზადებელი პროგრამისა (PIFY), რომელიც შეიქმნა იტალიის უნივერსიტეტისა და კვლევების სამინისტროს ინიციატივით, დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და პარმას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და უზრუნველყოფს ქართველი ახალგაზრდების მომზადებასა და ჩარიცხვას იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პარმის უნივერსიტეტის კურსში მონაწილეობის მისაღებად დანტე ალიგიერის საზოგადოების სათაო ოფისის სტიპენდია მოიპოვა ჩვენი კომიტეტის კანდიდატმა  – თამარ მამასახლისმა.

გაზიარება:

Leave a Reply