Blog

,,მაკარონის ხელნაკეთობები“ ფოთიდან თბილისში მსოფლიოში იტალიური სამზარეულოს Vკვირეულისთვის

მსოფლიოში იტალიური სამზარეულოს V კვირეულისადმი მიძღვნილ ჩვენს ღონისძიებას ქალაქი ფოთიც შეუერთდა, რომელიც სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში მდებარეობს და ამ მშვენიერ საპორტო ქალაქს დაახლოებით 43 000 მცხოვრები ჰყავს.

2020 წლის 12 ნოემბერს, პედაგოგ ნინო კურტანიძის ხელმძღვანელობით, ფოთში, გერგიძის 24-ში მდებარე პიცერია “ვერონასთან” თანამშრომლობით, ქალაქის სხვადასხვა სკოლის თორმეტმა მოსწავლემ, კონკურსის “Opere di Pasta” ყველა წესის დაცვით, შექმნა კრეატიული ხელნაკეთობები უმი მაკარონის გამოყენებით.

ფოთში ღონისძიების ორგანიზატორი და დამფინანსებელია ქალბატონი ნანა ტაბიძე, ყოველწლიური ,,კეფალის ფესტივალის“  (Kefal Festival) დამფუძნებელი, რომელიც აქტიურად  მუშაობს ქ.  ფოთის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე.

კონკურსის პირველმა გამოცემამ სახელწოდებით ,,მაკარონის ხელნაკეთობები“ (Opere di Pasta) 2019 წელს  დიდი მოწონება დაიმსახურა.    2020 წელს მისი მეორე გამოცემა covid-19 -ით გამოწვეული პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი იზრდება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში.

 ”ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ 2021 წლის კონკურსის მესამე გამოცემა  უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო გახდება, ვინაიდან წინა ორი  გამოცემის შედეგებისა და გამოცდილების გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული“-ამბობს დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, ნინო ცერცვაძე, რომელსაც კონკურსის ფორმატი წარმატებულად მიაჩნია და დარწმუნებულია, რომ მომავალში  კერძო სპონსორებისა და ინსტიტუციების, აგრეთვე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო მხარდაჭერის შემთხვევაში, შემოქმედებითი კონკურსი ,,მაკარონის ხელნაკეთობები“ (Opere di Pasta) უფრო მაღალ დონეს მიაღწევს და ამით იტალიური ენისა და კულტურის გავრცელების  საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ 2020 წლის 18 ნოემბრამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი სტატია.

ღონისძიებისადმი მიძღვნილი ვიდეო ფოთში:

გაზიარება:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *