Blog

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,დანტეს შემოქმედება როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური”

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, საქართველოში იტალიის საელჩოსთან და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2021 წლის 27-28 ოქტომბერს გამართავს დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავისადმი  მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ,,დანტეს შემოქმედება როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური”

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ:

სამეცნიერო ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს მსოფლიოს კულტურისა და ცივილიზაციის განვითარებაში გენიალური იტალიელი პოეტის მიერ შეტანილი უდიდესი წვლილი და დამსახურება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დანტე ალიგიერის შემოქმედება დღემდე წარმოადგენს შთაგონების უშრეტ წყაროს ცნობიერებისა და აზროვნების ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, კულტურა, ფილოსოფია, თეოლოგია და თვით პოლიტიკაც კი.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ოფიციალურად გახსნის საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩი, ენრიკო ვალვო.

საგანგებოდ ამ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კონფერენციისთვის დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისიდან ონლაინ რეჟიმში კონფერენციის მონაწილეებს მიესალმება პროფესორი ალესანდრო მაზი, დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივანი, ცნობილი ჟურნალისტი, ხელოვნების ისტორიკოსი, მე-20 საუკუნის ხელოვნების ექსპერტი და არაერთი ცნობილი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი.

მოხსენებებს პოეტის შემოქმედების შესახებ წარმოადგენენ დანტე ალიგიერის საზოგადოების, ასევე აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოაგზავნონ 2021 წლის  15 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dantecelebrazioni700@gmail.com

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი

მსჯელობა – 5 წუთი

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება

კონფერენციის ჩატარების ფორმატი: საერთაშორისი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს 2 თემატური სექცია, რომელთა პროგრამა მომხსენებლებს წინასწარ დაეგზავნება. კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ. ,,ჰიბრიდული ფორმატში“, რაც გულისხმობს როგორც   მონაწილეთა ფიზიკურ დასწრებას, ისე კონფერენციის მსვლელობისას დისტანციურ (ონლაინ) ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობას.

კონფერენციაზე დამსწრე მომხსენებელმა უნდა წარმოადგინოს კოვიდ პასპორტი, ხოლო კოვიდ პასპორტის არ ქონის შემთხვევაში,  ბოლო 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის ან სწრაფი ანტიგენის უარყოფითი პასუხი. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმული:

https://bit.ly/2YkfC9s

თეზისების გაფორმების წესი:

მომხსენებლის სახელი, გვარი

მომხსენებლის აკადემიური ხარისხი

მომხსენებლის ტელეფონის (მობილურის)  ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი

თეზისების სათაური ქართულად

თეზისების სათაური ინგლისურად

ავტორის სახელი და გვარი ქართულად

ავტორის სახელი და გვარი ინგლისურად

ინსტიტუციის/ორგანიზაციის/ფაკულტეტის დასახელება ქართულად

ინსტიტუციის/ორგანიზაციის/ფაკულტეტის დასახელება ინგლისურად

თეზისების ძირითადი ტექსტი ქართულად გამოყენებული ლიტერატურის სიითურთ (MS Word და .pdf-ფორმატით)

თეზისების ძირითადი ტექსტი გამოყენებული ლიტერატურის სიითურთ ინგლისურ ენაზე  ლიტერატურის სიისთვის გამოიყენეთ ტერმინი: References  (MS Word და .pdf-ფორმატით)

3-5  საკვანძო სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენებზე

შრიფტი: UNICODE (Sylfaen) შრიფტით დაბეჭდილი

ფორმატი: A4

თეზისების მოცულობა – 500 სიტყვამდე თითოეულ ენაზე (ქართულად და ინგლისურად)

ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

თეზისების გაფორმებისა და პუბლიკაციის წესებთან დაკავშირებული დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული და იტალიური

კონფერენციის მასალების პუბლიკაცია: კონფერენციის თეზისები და მასალები (სტატიები)  გამოქვეყნდება

 

საკონტაქტო პირები:

ნინო ცერცვაძე

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მობ. 599 542 289

თამარ მამასახლისი

კოორდინატორი

მობ.  599 050510

გაზიარება:

Leave a Reply