Blog

“Beatrice”

25 ოქტომბერს, 18:00-ზე, რომში, ფლორენციის სასახლეში გაიმართება კონფერენცია და მულტიმედიური ალბომის – „ბეატრიჩე“- წარდგინება. ღონისძიება გაიმართება იტალიაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. ღონძიებას დაესწრებიან ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი, საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან და კონსტანტინე სურგულაძე, საქართველოს ელჩი იტალიაში. შემოქმედებით გუნდს უმასპინძლებენ ალესანდრო მაზი, დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივანი და ამავე საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი ნინო ცერცვაძე.
მომხსნებლები იქნებიან აღნიშნული ბალეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი, თსუ-ს პროფესორი დავით მაზიაშვილი, მუსიკის ავტორი, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი, სახელოვანი იტალიელი კომპოზიტორი დარიო მარიანელი, დამდგმელი ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე. მულტიმედიური ალბომის “ბეატრიჩეს” ჩვენების შემდეგ დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედლებით და საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდებიან მარიამ ალექსიძე, დავით მაზიაშვილი და დარიო მარიანელი.
მულტიმედიური ალბომის ” ბეატრიჩეს” გამოცემის იდეის ავტორის, პროფესორ დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრი აერთიანებს საქართველოშო 2021 წელს, დანტე 700-ის ფარგლებში, დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” შთაგონებით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ შექმნილი თანამედროვე ბალეტის ” ბეატრიჩეს” ყოველ მნიშვნელოვან ეტაპს იდეიდან პრემიერამდე. ორიგინალური დიზაინისა და მაღალი ხარისხის, სამენოვან : ქართული, იტალიური და ინგლისური, ალბომში თავმოყრილია ტექსტუალური ნაწილი წარმოდგენის შესახებ, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი იტალიელი კომოზიტორის, დარიო მარიანელის სპექტაკლისთვის სპეციალურად შექმნილი ორიგინალური საბალეტო პარტიტურა, დავით მაზიაშვილის მიერ სპეციალურად შექმნილი სამეცნიერო სტატია – “დანტე 700- ბეატრიჩე ქართულ სცენაზე”, სპექტაკლის ფოტო მასალა და თანდართული DVD – საზოგადოებრივი მაუწყებლის ფილმი ბალეტი ” ბეატრიჩე”.

„ბეატრიჩე“

მულტიმედიური ალბომი

25 ოქტომბერი, 2023 წელი, 18:00 სთ

დანტე ალიგიერის საზოგადოება
ფლორენციის მოედანი, 27- რომი

მისასალმებელი სიტყვა

ალესანდრო მაზი

დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივანი

ნინო ცერცვაძე

დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

დავით მაზიაშვილი

„გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დირექტორი,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მარიამ ალექსიძე

ქორეოგრაფი,

„გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი

დარიო მარიანელი

კომპოზიტორი

მულტიმედიური ალბომის – „ბეატრიჩე“ პრეზენტაცია

ღონისძიებას ესწრებიან

ქეთევან ბაგრატიონმუხრანელი

საქართველოს ელჩი წმ. საყდართან

კონსტანტინე სურგულაძე

საქართველოს ელჩი იტალიაში

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ქალაქ თბილისი მერია



გაზიარება:

Leave a Reply