დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, აღნიშნავს დანტე ალიგიერის საზოგადოების წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ,,დანტეს დღეს“. ზემოხსენებული საზეიმო ღონისძიება უკვე 120 წელზე მეტია აღნიშნება მსოფლიოს მასშტაბით და წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის მქონე კულტურული ასოციაციის- დანტე ალიგიერის საზოგადოების- საქმიანობის წლის შემაჯამებელ მნიშვნელოვან მოვლენას. წელს თბილისის…
თბილისში, 2023 წლის 1-დან 4 თებერვლის ჩათვლით, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივით, მოეწყობა ღონისძიება “Tbilisi Arch Week”, მეორე არქიტექტურის კვირეული თბილისში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი არქიტექტორები. კვირეულის ფარგლებში გაიმართება სემინარები და ვორკშოპები ქართველი არქიტექტორებისა და სტუდენტი- ახალგაზრდობის თანამონაწილეობით. თბილისის პირველ არქიტექტურის კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საუკეთესო 20 უნივერსიტეტის რეიტინგში შესული უნივერსიტეტის…
„დანტე ალიგიერის საზოგადოების“ პრეზიდენტის, პროფესორ ანდრეა რიკარდის, ინიციატივით და პროექტის- რომლის სახელწოდებაა „დანტეს საზოგადოების წვლილი იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის“ -ფარგლებში ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო ქსელის კომიტეტებს საჩუქრად გადაეცათ უახლესი პუბლიკაციები და წიგნები. აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს“ იმ არაჩვეულებრივი მიზნის მიღწევაში, რაც გულისხმობს უახლოეს მომავალში საბიბლიოთეკო რესურსის გაზრდას და „ლიტერატურული…
წელსაც გთვაზობთ შემოქმედებით გამოფენა-კონკურსს სახელწოდებით ,,მაკარონის ხელნაკეთობები” (Opere di Pasta), რომლის აწ უკვე IV გამოცემას დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი მართავს საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით. ზემოხსენებული კონკურსი ტრადიციულად ტარდება „იტალიური სამზარეულოს VII მსოფლიოში კვირეულის ფარგლებში“ 14-დან 20 ნოემბერის ჩათვლით. აღნიშნული გამოფენა-კონკურსის პირველმა სამმა გამოცემამ დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია, რის…
#SLIM2022, იტალიური ენის XXII მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ყოველწლიურად ტარდება და, რომლის წლევანდელი თემაა ,,იტალიური ენა და ახალგაზრდები”, 2022 წლის 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა…
იტალიური სამზარეულოს მე-6 მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, 2021 წლის 22-28 ნოემბერს „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ გთავაზობთ შემოქმედებითი კონკურსის ,,მაკარონის ხელნაკეთობები“- ს რიგით მე-3 გამოცემას. გამოფენა-კონკურსის პირველი წარმატებული ღონისძიების შემდეგ, 2020 წლის მეორე გამოცემაში, რომელიც პანდემიის გამო დისტანციურად ჩატარდა, 61 ნამუშევარმა მიიღო მონაწილეობა. წელს მესამედ ვატარებთ კონკურსს, რომელიც კრეატიულობისა და შემოქმედებითი ფანტაზიის …
დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, საქართველოში იტალიის საელჩოსთან და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2021 წლის 27-28 ოქტომბერს გამართავს დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ,,დანტეს შემოქმედება როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური” ინფორმაცია კონფერენციის შესახებ: სამეცნიერო ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს მსოფლიოს კულტურისა და ცივილიზაციის განვითარებაში გენიალური…
თბილისის კომიტეტი შეირჩა დანტე ალიგიერის საზოგადოებისა და იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის – პარმის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული იტალიური ენის (L2, LS) პედაგოგების პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის. მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ ონლაინ რეჟიმში მიმდინარე კურსი უფრო მეტად აძლიერებს ჩვენი კომიტეტის როლს და გვთავაზობს პროფესიული ზრდის შესაძლებლობას. კურსი არის საწყისი ეტაპი ერთწლიანი მოსამზადებელი პროგრამისა…