ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ დღევანდელ დღეს, 2 ივნისს, როცა იტალიის რესპუბლიკის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ. ზუსტად 74 წლის წინ, 1946 წლის 2 ივნისს, საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგად ჩვენი რესპუბლიკის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი. ჩემი დიდი სურვილი იყო, თქვენთვის მასპინძლობა გამეწია და ტრადიციისამებრ ერთად აღგვენიშნა ეს დღესასწაული. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ…
პანდემიით გამოწვეული რთული სიტუაციის მიუხედავად, ,,დანტეს” თბილისი კომიტეტი აგრძელებს თავის საქმიანობას!!! მარიამ ქაფიანიძის, იტალიაში მცხოვრები ქართველი პედაგოგის, წარმოუდგენელი სოლიდარობა გულს გვითბობს და გვმატებს ენთუზიაზმს! მარიამ ქაფიანიძე, ჩვენი ყოფილი პედაგოგი, რომელიც 2012 წელს იტალიელზე დაქორწინდა და ახლა იტალიაში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა, არ შეუშინდა ამ დაავადების სიმპტომებს…
ფლეშმობი#დანტესდღე#მევრჩებისახლშიდანტესწასაკითხად#მემიყვარსიტალიურიკულტურა#ჩვენგვიყვარსიტალია ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ რომის სათავო ოფისი იწყებს საერთაშორისო კამპანიას, ე. წ. ფლეშმობს, რომელიც ეძღვნება უზენაესი იტალიელი პოეტის შემოქმედების გვირგვინის, უკვდავი პოემის- ,,ღვთაებრივი კომედიის“- წაკითხვას. რატომ? 2020 წელს, პირველად, მრავალსაუკუნოვანი სამეცნიერო კვლევებისა და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს შორის გამართული მრავალრიცხოვანი დებატების შემდეგ, იტალიის მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადდა უზენაესი იტალიელი პოეტის, დანტე…
პრეზიდენტ ანდრეა რიკარდის წარდგინებით, სამშაბათს 25 თებერვალს, ფერუჩო დე ბორტოლი დაინიშნა დანტე ალიგიერის საზოგადოების ვიცე პრეზიდენტად. ცნობილი მწერალი და გაზეთ ,,კორიერე დელა სერა“ – ს (Corriere della Sera) ყოფილი რედაქტორი, ფერუჩო დე ბორტოლი დაიკავებს ყოფილი ვიცე პრეზიდენტის, პაოლო პელუფოს, თანამდებობას. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი წარმატებულ საქმიანობას უსურვებს ფერუჩო დე…
თბილისში 2020 წლის 26-დან 29 თებერვლის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდა ელჩის, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივით, მოეწყობა ღონისძიება “Tbilisi Arch Archive”, პირველი არქიტექტურის კვირეული თბილისში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი არქიტექტორები. კვირეულის ფარგლებში გაიმართება სემინარები და ვორკშოპები ქართველი არქიტექტორებისა და სტუდენტი- ახალგაზრდობის თანამონაწილეობით. თბილისის პირველ არქიტექტურის კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს…
დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისში, „ფლორენციის სასახლის“ „პრიმატიჩოს“ცნობილ საკონფერენციო დარბაზში, თბილისის „დანტეს“ კომიტეტთან თანამშრომლობით, ა.წ. 22 ნოემბერს, 18:00 სთ-ზე გაიმართება სახელოვანი ქართველი პოეტის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნის ავტორის, დათო მაღრაძის პოეზიის ახალი კრებულის „APOLIDE”-ს იტალიური თარგმანის პრეზენტაცია. კრებული გამოიცა იტალიური გამომცემლობა ALETTI-ს მიერ. ღონისძიება ტარდება დანტე ალიგიერის…
21-27 ოქტომბერს მთელი მსოფლიო საზეიმოდ აღნიშნავს ,,იტალიური ენის XIX საერთაშორისო კვირეულს“, რომლის წლევანდელი თემაა ,,იტალიური ენა სცენაზე“. კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩო, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოებასა“ და ,,ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან“ თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ თოჯინების ოპერის თეატრის -„მცირე პწკალა“ – სპექტაკლს ,,სევილიელი დალაქი“. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის ქართულენოვანი ტექსტი, რომელსაც წამყვანი იყენებს…
დანტე ალიგიერის საზოგადოების სტიპენდიანტი, თამარ სამხარაძე ფლოერენციის სკოლიდან გიამობობთ დანტე ალიგიერის თბილისის კომიტეტზე, მოპოვებულ სტიპენდიაზე და იმაზე, რომ მიზნის მისაღწევად დაგეგმილი სწორი ნაბიჯები აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე! თამარ სამხარაძე: ,,ზუსტად ორი წლის წინ მივხვდი, რომ ყველაზე დიდი ოცნების ადგილი რეალობაში იყო, ასე რომ დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტში მივედი და ენის…
„დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი” აცხდებს უფასო სტაჟირებას ოფის მენეჯერის თანამდებობაზე. დასაქმების პერსპექტივით სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 – 6 თვე. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: * უმაღლესი განათლება ან ბაკალავრიატის 3/4 კურსი; * სასურველია ინგლისური/იტალიური ენის ცოდნა. სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი. სტაჟირების დასრულების შემდეგ კანდიდატზე გაიცემა შესაბამისი ცნობა და რეკომენდაცია. შტატში აყვანა…
„დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი“ გიწვევთ შეხვედრაზე ვენეციის ,,კა’ ფოსკარი“-ს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელთან, რობერტა ბინთან. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება „Famiglia d’Italia”-ს ყოველთვიურ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში სამშაბათს, 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტში. ღონისძიების მიზანია დამსწრე საზოგადოებამ მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია ვენეციის ,,კა’ ფოსკარი“-ს უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტებისა და როგორც…
