Blog

დათო მაღრაძის პოეზიის ახალი კრებულის „APOLIDE”-ს იტალიური თარგმანის პრეზენტაცია

დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისში, „ფლორენციის სასახლის“ „პრიმატიჩოს“ცნობილ საკონფერენციო დარბაზში, თბილისის „დანტეს“ კომიტეტთან თანამშრომლობით, ა.წ. 22 ნოემბერს, 18:00 სთ-ზე გაიმართება სახელოვანი ქართველი პოეტის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნის ავტორის, დათო მაღრაძის პოეზიის ახალი კრებულის „APOLIDE”-ს იტალიური თარგმანის პრეზენტაცია. კრებული გამოიცა იტალიური გამომცემლობა ALETTI-ს მიერ.
ღონისძიება ტარდება დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის და იტალიის მცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელის, ნინო ცერცვაძის ინიციატივით.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ და პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრებენ: გამომცემლობა ALETTI-ს მთავარი რედაქტორი, პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და „ფედერიჩანოს“ -ლიტერეტურული ფესტივალის- დამფუძნებელი, ჯუზეპე ალეტი; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან და „ დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტის“ თანადამფუძნებელი, მისი სამეფო აღმატებულება ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი და პოეტ დათო მაღრაძის წიგნების ოფიციალური მთარგმნელი, ნუნუ გელაძე;
პრეზენტაციის მოდერატორია„დანტე ალიგიერის საზოგადოების“ გენერალური მდივანი, ალესანდრო მაზი.

გაზიარება: