Blog

მსოფლიოში იტალიური ენის XX კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით: ,,ჯანი როდარი- ლექსები, მოთხრობები და ილუსტრაციები“

წელს იტალიური ენის XX მსოფლიო კვირეულის თემაა “იტალიური ენა სიტყვასა  და გამოსახულებას შორის – წარწერები, ილუსტრაციები და კომიქსები”.

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გიწვევთ ყველასთვის განსაკუთრებულ ღონისძიებაზე სახელწოდებით   ,,ჯანი როდარი- ლექსები და ილუსტრაციები“.

ცნობილი იტალიელი პოეტისა და მწერლის, ჯანი როდარის  მშვენიერი ლექსები, ზღაპრები და მოთხრობები არაერთხელ გამხდარან  ცნობილი იტალიელი მხატვრებისა და დიზაინერების ილუსტრაციების შთაგონების წყარო.

ღონისძიების მსვლელობისას დანტეს ხელოვნების სკოლის პედაგოგები და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მოსწავლეები წარმოადგენენ ჯანი როდარის  ცნობილი ლექსებისა და მოთხრობების ილუსტრაციებს, ხოლო იტალიური ენის პედაგოგები და სტუდენტები წაიკითხავენ როგორც ორიგინალში, ისე ქართულ ენაზე თარგმნილ ნაწარმოებებს.

ცნობილი იტალიელი მწერლის, ჯანი როდარის, დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება ,,ჯანი როდარი-ლექსები და ილუსტრაციები“  ჩატარდება პარასკევს, 2020 წლის 23 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის ოფისში, რომლის თვალყურის დევნების საშუალებაც ფართო საზოგადოებას მიეცემა პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით.

საღამოს მსვლელობისას საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება დანტეს ხელოვნების სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ შექმნილი ჯანი როდარის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ფერწერული და ნაძერწი ილუსტრაციები. როდარის ლექსებისა და  მოთხრობების იტალიურ და ქართულ ენაზე წაკითხვა მოხდება ტექსტის მიხედვით შესრულებული ილუსტრაციების ფონზე. ილუსტრაციები თავს მოიყრის   ღონისძიებისთვის სპეციალურად შექმნილ მულტიმედიურ გალერეაში, რომლის ხილვაც ხელმისაწვდომი იქნება  ყველა  მნახველისთვის.

FOTO VIDEO GALLERY

გაზიარება:

Leave a Reply