ცნობილი გამოფენა-კონკურსი სახელწოდებით ,,მაკარონის ხელნაკეთობები”, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტის ინიციატივით, იტალიის საელჩოსთან და ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობით, წელს უკვე VI გამოცემით, კვლავ აგრძელებს იტალიური კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას მისი ერთ-ერთი სიმბოლოს, უმი მაკარონის მეშვეობით. გამოფენა-კონკურსმა “Opere di Pasta” შეძლო…
12 სექტემბერს, რომში დანტე ალიგიერის საზოგადოების 84-ე საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი ნინო ცერცვაძე შეეხო ორგანიზაციისთვის ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორიცაა, ახალგაზრდების დაახლოვება და ჩართულობა დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელში მოქმედ კომიტეტებთან. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ახალი თაობის ჩართულობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას, სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით, რომელსაც თბილისის კომიტეტი თავის…
საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე, ფაბიოლა ალბანეზე, პუპი ავატის ფილმის, „დანტეს“ ჩვენებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ახალ სასწავლო ცენტრს ეწვია და პუპი ავატის ფილმის, „დანტეს“ კინოჩვენების პრეზენტაცია გააკეთა. ამავე სასწავლო ცენტრშია წარმოდგენილი აგრეთვე იტალიური ენისა და კულტურის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი ნინო ცერცვაძე. ფილმის პრეზენტაციაზე მონაწილეობა მიიღო…
წელსაც გთვაზობთ შემოქმედებით გამოფენა-კონკურსს სახელწოდებით ,,მაკარონის ხელნაკეთობები” (Opere di Pasta), რომლის აწ უკვე V გამოცემას დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი მართავს საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით. ზემოხსენებული კონკურსი ტრადიციულად ტარდება „იტალიური სამზარეულოს VIII მსოფლიოში კვირეულის ფარგლებში“ 13-დან 19 ნოემბერის ჩათვლით. აღნიშნული გამოფენა-კონკურსის პირველმა ოთხმა გამოცემამ დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია, რის საფუძველზეც შეიქმნა…
25 ოქტომბერს, 18:00-ზე, რომში, ფლორენციის სასახლეში გაიმართება კონფერენცია და მულტიმედიური ალბომის – „ბეატრიჩე“- წარდგინება. ღონისძიება გაიმართება იტალიაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. ღონძიებას დაესწრებიან ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი, საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან და კონსტანტინე სურგულაძე, საქართველოს ელჩი იტალიაში. შემოქმედებით გუნდს უმასპინძლებენ ალესანდრო მაზი, დანტე ალიგიერის…
იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის XXIII გამოცემის (2023 წლის 16-22 ოქტომბერი) თემაა “იტალიური ენა და გარემოს დაცვა”, რომლის მიზანია მსოფლიო მასშტაბით გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლება და დედამიწის ენერგორესურსებზე ზრუნვის პოპულარიზაცია იტალიური ენის მეშვეობით. წელს დანტე ალიგიერის საზოგადოების სათაო ოფისი აღნიშნულ თემას უერთდება პროექტით, რომლის სახელწოდებაა „მწვანე სიტყვები“ და გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება“, რაც…
დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, აღნიშნავს დანტე ალიგიერის საზოგადოების წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ,,დანტეს დღეს“. ზემოხსენებული საზეიმო ღონისძიება უკვე 120 წელზე მეტია აღნიშნება მსოფლიოს მასშტაბით და წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის მქონე კულტურული ასოციაციის- დანტე ალიგიერის საზოგადოების- საქმიანობის წლის შემაჯამებელ მნიშვნელოვან მოვლენას. წელს თბილისის…
პროფესორ ნინო ცერცვაძეს 2023 წლის 5 მაისს, რომში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, ფლორენციის სასახლეში, აღნიშნული საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების დიპლომი და ბრინჯაოს მედალი გადაეცა. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტს, ნინო ცერცვაძეს, საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილემ, ანდრეა ვინჩენცონიმ, პირადად გადასცა პრესტიჟული ჯილდო. ცერემონიას ესწრებოდნენ დანტე…
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი მონაწილეობას იღებს 2023 წლის ევროკავშირის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც შაბათს, 2023 წლის 6 მაისს თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში ერთდროულად ჩატარდება. 6 მაისს 12:00 საათიდან ექსპო ჯორჯიას (აკაკი წერეთელის გამზ 118) მე-5 პავილიონში, იტალიის საელჩოს სტენდზე ვიქნებით წარმოდგენილი, როგორც იტალიის საელჩოს…