Blog

საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილის, ფაბიოლა ალბანეზეს ვიზიტი დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტში

საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე, ფაბიოლა ალბანეზე, პუპი ავატის ფილმის, „დანტეს“ ჩვენებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ახალ სასწავლო ცენტრს ეწვია და პუპი ავატის ფილმის, „დანტეს“ კინოჩვენების პრეზენტაცია გააკეთა.

ამავე სასწავლო ცენტრშია წარმოდგენილი აგრეთვე იტალიური ენისა და კულტურის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი ნინო ცერცვაძე.

ფილმის პრეზენტაციაზე მონაწილეობა მიიღო აგრეთვე იტალიის საელჩოს კულტურის ატაშემ, ქალბატონმა ნინო კილოსანიძემ.

დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ჰიბრიდული აუდიტორია არის იდეალური ადგილი კულტურულ ღონისძიებებზე შეხვედრებისთვის, ისეთებზე, როგორიცაა ფილმის ჩვენებები, ლიტერატურული ნაწარმოებების, წიგნებისა და მათი თარგმანების პრეზენტაციები და სხვ. დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათაო ოფისის დაფინანსებით, ჰიბრიდული აუდიტორია აღჭურვილია ახალი თაობის ტექნიკური საშუალებებით, რაც Zoom-ის მულტიმედიურ სისტემასთან წვდომით, ფიზიკურად მაქსიმუმ 40, ხოლო დისტანციურად რამდენიმე ასეული ადამიანის დასწრების საშუალებას იძლევა.

ფილმის ჩვენებას წინ უძღვოდა იტალიის მინისტრთა საბჭოს ვიცე პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის  მინისტრის, ანტონიო ტაიანისა და ფილმის რეჟისორის, პუპი ავატის ერთობლივი ვიდეო მიმართვა.

სახელოვანი იტალიელი რეჟისორის ფილმმა მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

გაზიარება:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *