Blog

გიყვარს იტალია და გსურს დაეუფლო იტალიურ ენას სახლიდან გაუსვლელად, თუნდაც საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან ?

❤️🇮🇹 გიყვარს იტალია და გსურს დაეუფლო იტალიურ ენას სახლიდან გაუსვლელად, თუნდაც საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან ? ჩვენ გვაქვს იდეალური შემოთავაზება შენთვის!
დარეგისტრირდი იტალიური ენის ჰიბრიდულ ინტენსიურ კურსზე, დაესწარი გაკვეთილს ჯგუფთან ერთად ან ჩაერთე გაკვეთილზე ონლაინ სახლიდან, სამსახურიდან ან თუნდაც ტრანსპორტში ყოფნისას, ნებისმიერი ციფრული მოწყობილობის საშუალებით. ეს არის შენზე მორგებული სწავლების ფორმატი და საშუალებას გაძლევს, თავად აირჩიო როდის დაესწრო შემოთავაზებულ კურსს აუდიტორიაში და როდის ონლაინ რეჟიმში, თუ გაკვეთილზე აგვიანებ, ან ფიზიკურად ვერ ახერხებ აუდიტორიაში დასწრებას.
📚 რას გთავაზობთ:
✔️ იტალიური ენის სწრაფად შესწავლას: ენის თითოეული დონის (A1, A2, B1, B2, C1, C2) 3 თვეში გავლას 4 თვის ნაცვლად, რაც დაგეხმარება იტალიაში სასწავლო ვიზის დროულად აღებაში, მოქალაქეობის, ცხოვრების უფლების და სხვა ნებისმიერი სახის საჭიროებისათვის;
✔️ იტალიური ენის ხარისხიანად შესწავლას თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, კერძოდ დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელის ციფრულ პლათფორმაზე Dante.Global-ის საგამანათლებლო გვერდზე განთავსებულ სასწავლო მასალებზე წვდომით;
✔️ მეცადინეობები ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, რაც გულისხმობს გაკვეთილებზე დასწრებას როგორც ადგილზე (სპეციალური თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ჰიბრიდულ აუდიტორიაში), ისე დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან.
✔️ ინტერაქციულ გაკვეთილებს და მსმენელზე მორგებულ სასწავლო პროცესს: კურსის ფორმატი საშუალებას გაძლევს ონლაინ დასვა შეკითხვები და მიიღო პასუხები, შეხვიდე კომუნიკაციაში როგორც პედაგოგთან, ისე ჯგუფელებთან; აგრეთვე, ნებისმიერ დროს უყურო გაკვეთილების ვიდეო ჩანაწერს.
✔️ იტალიური ენის ნებისმიერი დონის დასრულების შემდეგ მიიღო ატესტატი ADA, უგამოცდოდ! Attestato ADA ადასტურებს ენის კომპეტენციის დონეს და აღიარებულია დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელსა და იტალიაში მოქმედი სასწავლო ცენტრების მიერ.
✔️ კურსის საფასურის გადახდისას ხდები მსოფლიოში ცნობილი ინსტიტუციის -დანტე ალიგიერის საზოგადოების- სტუდენტი წევრის ბარათის მფლობელი, რითაც შეძლებ ისარგებლო სპეციალური ფასდაკლებებით რომის სათავო ოფისთან აფილირებულ სხვადასხვა დაწესებულებაში (იტალიის სხვადასხვა ქალაქების სასტუმროები, წიგნის მაღაზიები და ა. შ.,). გარდა ამისა, უფასოდ დაათვალიერებ იტალიის სახელმწიფო მუზეუმებს, ხოლო ვატიკანის მუზეუმებში შეხვალ გრძელ და ხანგრძლივ რიგში დგომის გარეშე, სპეციალურად ,,დანტეს“ საწევრო ბარათის მქონე პირთათვის გამოყოფილი შესასვლელიდან (დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ჩვენი ორგანიზაციის ადმინისტრაციას).
📚 ჰიბრიდული სასწავლო კურსის ხანგრძლივობა და ღირებულება:
✔️ კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე, 4 თვის ნაცვლად; მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ; გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 სთ.
✔️ სამთვიანი პაკეტის ერთიანად შეძენის შემთხვევაში კურსის ღირებულება იქნება 420 ლარი 510 ლარის ნაცვლად!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞ტელეფონი: (+995) 595 41 61 16
📧 E-mail: info@dantetbili#Georgia
📍 მის.: მ.კოსტავას 69, სტუ-ს X კორპ. (სტუ-ს II კორპ.-ის უკან)
როგორ მივიდეთ დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტის ახალ ოფისში:
გაზიარება:

Leave a Reply