Blog

იტალიური ენის კურსები სპეციალურ ფასად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

თუ ხარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ისარგებლე დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტისა და  სტსუ-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით, რის საფუძველზეც შეძლებ ჩაირიცხო იტალიური ენის კურსზე სპეციალურ ფასად!

თუ გსურს სწავლის გაგრძელება იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში ან გინდა  მიიღო მონაწილეობა Erasmus+ გაცვლით პროგრამებში, გაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გაიარო იტალიური ენის საბაზისო კურსი, ხოლო კურსის გავლის შემდეგ მიიღო ADA-ს საერთაშორისო სერთიფიკატი ან/და ჩააბარო PLIDA-ს სასერთიფიკაციო გამოცდა ქვეყნიდან გაუსვლელად.

დარეგისტრირდი კურსზე და არ გამოტოვო შესაძლებლობა გახდე „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მსოფლიო ქსელის წევრი.

კურსის ხანგრძლივობა: მარტიდან ივნისამდე

იტალიური ენის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, (თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური საათი).

კურსზე დასარეგისტრირებლად ქვემოთ მოცემულ ველებში შეიყვანე შენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2023 წლის 10 მარტი 23:59 სთ.

თუ გსურს ისწავლო იტალიური ენა და დაგეგმო კარიერული წინსვლა საერთაშორისო დონეზე, იჩქარე, კურსზე ადგილები შეზღუდულია!!!

შეავსე ფორმა:

ხარ თუ არა სტუ-ს სტუდენტი ?(required)

გაზიარება:

Leave a Reply