11 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დაფინანსებით, ვენეციის კა’ ფოსკარისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ონლაინ ტრენინგ-კურსი სახელწოდებით “იტალიური ენისა და კულტურის ონლაინ სწავლების სახელმძღვანელო მოდელები და ავთენტური მასალები”.
დიდი მადლობა იტალიის საელჩოს საქართველოში Ambasciata d’Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის Università Ca’ Foscari Venezia ძვირფას პროფესორებს: Graziano Serragiotto-ს , Giuseppe Maigeri-ს , Giulia Tardi-ს და ყველა მონაწილეს.