ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ დღევანდელ დღეს, 2 ივნისს, როცა იტალიის რესპუბლიკის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ. ზუსტად 74 წლის წინ, 1946 წლის 2 ივნისს, საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგად ჩვენი რესპუბლიკის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი. ჩემი დიდი სურვილი იყო, თქვენთვის მასპინძლობა გამეწია და ტრადიციისამებრ ერთად აღგვენიშნა ეს დღესასწაული. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ…
პანდემიით გამოწვეული რთული სიტუაციის მიუხედავად, ,,დანტეს” თბილისი კომიტეტი აგრძელებს თავის საქმიანობას!!! მარიამ ქაფიანიძის, იტალიაში მცხოვრები ქართველი პედაგოგის, წარმოუდგენელი სოლიდარობა გულს გვითბობს და გვმატებს ენთუზიაზმს! მარიამ ქაფიანიძე, ჩვენი ყოფილი პედაგოგი, რომელიც 2012 წელს იტალიელზე დაქორწინდა და ახლა იტალიაში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა, არ შეუშინდა ამ დაავადების სიმპტომებს…
ფლეშმობი#დანტესდღე#მევრჩებისახლშიდანტესწასაკითხად#მემიყვარსიტალიურიკულტურა#ჩვენგვიყვარსიტალია ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ რომის სათავო ოფისი იწყებს საერთაშორისო კამპანიას, ე. წ. ფლეშმობს, რომელიც ეძღვნება უზენაესი იტალიელი პოეტის შემოქმედების გვირგვინის, უკვდავი პოემის- ,,ღვთაებრივი კომედიის“- წაკითხვას. რატომ? 2020 წელს, პირველად, მრავალსაუკუნოვანი სამეცნიერო კვლევებისა და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს შორის გამართული მრავალრიცხოვანი დებატების შემდეგ, იტალიის მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადდა უზენაესი იტალიელი პოეტის, დანტე…
თბილისში 2020 წლის 26-დან 29 თებერვლის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდა ელჩის, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივით, მოეწყობა ღონისძიება “Tbilisi Arch Archive”, პირველი არქიტექტურის კვირეული თბილისში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი არქიტექტორები. კვირეულის ფარგლებში გაიმართება სემინარები და ვორკშოპები ქართველი არქიტექტორებისა და სტუდენტი- ახალგაზრდობის თანამონაწილეობით. თბილისის პირველ არქიტექტურის კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს…
ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება EUNIC (European Union National Institutes for Culture) 24 სექტემბერს ე ნ ე ბ ი ს ე ვ რ ო პ უ ლ ი დ ღ ი ს აღსანიშნავად იწვევს 7-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც ბავშვებს ელოდებათ არაჩვეულებრივი ღონისძიებები და პრიზები. კონკურსებში…
თანამედროვე იტალიური პოეზიისა და იტალიური ენის მოყვარულებს 19 მაისს, 18 საათზე ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტში“, დაუვიწყარი საღამო ელით იტალიელ პოეტ კლაუდიო პოცანისთან, რომელიც საკუთარ ლექსებს წაიკითხავს მისთვის ჩვეული დიდოსტატური მანერით. ღონისძიებას იტალიელ ავტორთან ერთად წარუძღვება ქალბ-ნი ნუნუ გელაძე, პოეტის შემოქმედების ოფიციალური მთარგმნელი. იტალიის აკრედიტებული საელჩოს მოწვევით პოეტი კლაუდიო პოცანი მონაწილეობას…