Blog

Tbilisi Arch Week 2023

თბილისში, 2023 წლის 1-დან 4 თებერვლის ჩათვლით, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივით, მოეწყობა ღონისძიება “Tbilisi Arch Week”, მეორე არქიტექტურის კვირეული თბილისში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი არქიტექტორები. კვირეულის ფარგლებში გაიმართება სემინარები და ვორკშოპები ქართველი არქიტექტორებისა და სტუდენტი- ახალგაზრდობის თანამონაწილეობით.

თბილისის  პირველ არქიტექტურის კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საუკეთესო 20 უნივერსიტეტის რეიტინგში შესული უნივერსიტეტის   ცნობილი იტალიის Politecnico di Milano- შემდეგი წამყვანი პროფესორები: ნორა ლომბარდინი, სტეფანო კაპოლონგო, ვალერიო მაცესკი, ანდრეა რებეკი და მირიამ ტერცონი.

ღონისძიება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შორის დიალოგის განვითარებას და საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. თემატური საკითხების გამა, რომლებიც კვირეულის ფარგლებში იქნება განხილული,  ძალზეც ვრცელია, რომელთა შორის აღსანიშნავია  კულტურული მემკვიდრეობის ახალი პერსპექტივები, ურბანული განვითარების მდგრადობა, ურბანული ჯანმრთელობა, საავადმყოფოების არქიტექტურული დაპროექტების თანამედროვე ხედვები და სხვა.

ღონისძიება ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის პატრონაჟით და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით, აგრეთვე პროექტის პარტნიორები არიან: Erasmus + ,Politecnico di Milano, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომპანია ავერსი, იტალიის საელჩო საქართველოში, დანტეს თბილისის კომიტეტი, ღვინის კომპანია ამარანი, მაბო.

გაზიარება:

Leave a Reply