Dante Tbilisi

ნინო ცერცვაძეს დანტე ალიგიერის საზოგადოების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების დიპლომი და ბრინჯაოს მედალი გადაეცა

პროფესორ ნინო ცერცვაძეს 2023 წლის 5 მაისს, რომში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, ფლორენციის სასახლეში, აღნიშნული საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების დიპლომი და ბრინჯაოს მედალი გადაეცა. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტს, ნინო ცერცვაძეს, საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილემ, ანდრეა ვინჩენცონიმ, პირადად გადასცა პრესტიჟული ჯილდო. ცერემონიას ესწრებოდნენ დანტე…

გაზიარება:

EU Day 2023 Tbilisi

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი   მონაწილეობას იღებს 2023 წლის ევროკავშირის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც შაბათს, 2023 წლის 6 მაისს  თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში ერთდროულად ჩატარდება. 6 მაისს 12:00 საათიდან ექსპო ჯორჯიას (აკაკი წერეთელის გამზ 118) მე-5 პავილიონში, იტალიის საელჩოს სტენდზე ვიქნებით წარმოდგენილი, როგორც იტალიის საელჩოს…

გაზიარება:

Dantedì 2023

25 მარტს მთელს მსოფლიოში აღინიშნება დიდი იტალიელი პოეტის, იტალიური ენის მამის, დანტე ალიგიერის, დაბადების დღე. 2020 წლიდან, დღესასწაულის ოფიციალურად დაწესების თარიღიდან მოყოლებული, დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტი ყოველთვის ენთუზიაზმით მონაწილეობს აღნიშნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. წლევანდელი პროგრამა ითვალისწინებს იტალიური ენისა და კულტურის მოყვარულთა მიერ „ღვთაებრივი კომედიის“ ყველაზე ცნობილი ქებების იტალიურ და…

გაზიარება:

იტალიური ენის კურსები სპეციალურ ფასად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

თუ ხარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ისარგებლე დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტისა და  სტსუ-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით, რის საფუძველზეც შეძლებ ჩაირიცხო იტალიური ენის კურსზე სპეციალურ ფასად! თუ გსურს სწავლის გაგრძელება იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში ან გინდა  მიიღო მონაწილეობა Erasmus+ გაცვლით პროგრამებში, გაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გაიარო იტალიური ენის საბაზისო კურსი, ხოლო კურსის გავლის…

გაზიარება:

Tbilisi Arch Week 2023

თბილისში, 2023 წლის 1-დან 4 თებერვლის ჩათვლით, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივით, მოეწყობა ღონისძიება “Tbilisi Arch Week”, მეორე არქიტექტურის კვირეული თბილისში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი არქიტექტორები. კვირეულის ფარგლებში გაიმართება სემინარები და ვორკშოპები ქართველი არქიტექტორებისა და სტუდენტი- ახალგაზრდობის თანამონაწილეობით. თბილისის  პირველ არქიტექტურის კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საუკეთესო 20 უნივერსიტეტის რეიტინგში შესული უნივერსიტეტის…

გაზიარება:

დანტეს საზოგადოების წვლილი იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის

„დანტე ალიგიერის საზოგადოების“ პრეზიდენტის, პროფესორ ანდრეა რიკარდის, ინიციატივით და პროექტის- რომლის სახელწოდებაა „დანტეს საზოგადოების წვლილი იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის“ -ფარგლებში ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო ქსელის კომიტეტებს საჩუქრად გადაეცათ უახლესი პუბლიკაციები და წიგნები. აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება  „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს“ იმ არაჩვეულებრივი  მიზნის მიღწევაში, რაც გულისხმობს უახლოეს მომავალში  საბიბლიოთეკო რესურსის გაზრდას და „ლიტერატურული…

გაზიარება:

მულტიმედიური ონლაინ გალერეა – ,,მაკარონის ხელნაკეთობები“ – IV გამოცემა გამოცემა

მულტიმედიური ონლაინ გალერეა – ,,მაკარონის ხელნაკეთობები“ – IV გამოცემა ფოტო გალერეა

გაზიარება:

,,მაკარონის ხელნაკეთობები” – “Opere di Pasta”-2022 – იტალიური სამზარეულოს მე-7 მსოფლიო კვირეული

წელსაც გთვაზობთ შემოქმედებით გამოფენა-კონკურსს სახელწოდებით ,,მაკარონის ხელნაკეთობები” (Opere di Pasta), რომლის აწ უკვე IV გამოცემას დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი მართავს საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით. ზემოხსენებული კონკურსი ტრადიციულად ტარდება „იტალიური სამზარეულოს VII  მსოფლიოში კვირეულის ფარგლებში“ 14-დან 20 ნოემბერის ჩათვლით. აღნიშნული გამოფენა-კონკურსის პირველმა სამმა გამოცემამ დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია, რის…

გაზიარება:

იტალიური ენის XXII მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,თბილისის დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია”

#SLIM2022, იტალიური ენის XXII მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ყოველწლიურად ტარდება და, რომლის წლევანდელი თემაა ,,იტალიური ენა და ახალგაზრდები”, 2022 წლის 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა…

გაზიარება: