დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ორგანიზებული “იტალიური სამზარეულოს მე -5 მსოფლიო კვირეულისადმი” მიძღვნილი გამოფენა -კონკურსი “მაკარონის ხელნაკეთობები” – ს მეორე გამოცემის ჟიური წელს წარმოდგენილია 6 მაღალი რანგისა და პროფესიონალი წევრის სახით. წელს გამარჯვებულების გამოსავლენად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ჟიური რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან პირველი გამოცემისგან…
მსოფლიოში იტალიური სამზარეულოს V კვირეულისადმი მიძღვნილ ჩვენს ღონისძიებას ქალაქი ფოთიც შეუერთდა, რომელიც სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში მდებარეობს და ამ მშვენიერ საპორტო ქალაქს დაახლოებით 43 000 მცხოვრები ჰყავს. 2020 წლის 12 ნოემბერს, პედაგოგ ნინო კურტანიძის ხელმძღვანელობით, ფოთში, გერგიძის 24-ში მდებარე პიცერია “ვერონასთან” თანამშრომლობით, ქალაქის სხვადასხვა სკოლის თორმეტმა მოსწავლემ, კონკურსის “Opere di Pasta”…
იტალიური სამზარეულოს მე-5 მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით 2020 წლის 23 -29 ნოემბერს „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ კულტურულ ღონისძიებას (შემოქმედებით კონკურსს) ,,მაკარონის ხელნაკეთობები“- ს რიგით მე-2 გამოცემას. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იტალიური ენისა და კულტურის ყველა მოყვარულს, „დანტეს“ ხელოვნებისა და სხვა სკოლების მოსწავლეებს, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, აგრეთვე ნებისმიერი ასაკის…
წელს იტალიური ენის XX მსოფლიო კვირეულის თემაა “იტალიური ენა სიტყვასა და გამოსახულებას შორის – წარწერები, ილუსტრაციები და კომიქსები”. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გიწვევთ ყველასთვის განსაკუთრებულ ღონისძიებაზე სახელწოდებით ,,ჯანი როდარი- ლექსები და ილუსტრაციები“. ცნობილი იტალიელი პოეტისა და მწერლის, ჯანი როდარის მშვენიერი ლექსები, ზღაპრები და მოთხრობები არაერთხელ გამხდარან…
ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ დღევანდელ დღეს, 2 ივნისს, როცა იტალიის რესპუბლიკის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ. ზუსტად 74 წლის წინ, 1946 წლის 2 ივნისს, საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგად ჩვენი რესპუბლიკის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი. ჩემი დიდი სურვილი იყო, თქვენთვის მასპინძლობა გამეწია და ტრადიციისამებრ ერთად აღგვენიშნა ეს დღესასწაული. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ…
პანდემიით გამოწვეული რთული სიტუაციის მიუხედავად, ,,დანტეს” თბილისი კომიტეტი აგრძელებს თავის საქმიანობას!!! მარიამ ქაფიანიძის, იტალიაში მცხოვრები ქართველი პედაგოგის, წარმოუდგენელი სოლიდარობა გულს გვითბობს და გვმატებს ენთუზიაზმს! მარიამ ქაფიანიძე, ჩვენი ყოფილი პედაგოგი, რომელიც 2012 წელს იტალიელზე დაქორწინდა და ახლა იტალიაში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა, არ შეუშინდა ამ დაავადების სიმპტომებს…
ფლეშმობი#დანტესდღე#მევრჩებისახლშიდანტესწასაკითხად#მემიყვარსიტალიურიკულტურა#ჩვენგვიყვარსიტალია ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ რომის სათავო ოფისი იწყებს საერთაშორისო კამპანიას, ე. წ. ფლეშმობს, რომელიც ეძღვნება უზენაესი იტალიელი პოეტის შემოქმედების გვირგვინის, უკვდავი პოემის- ,,ღვთაებრივი კომედიის“- წაკითხვას. რატომ? 2020 წელს, პირველად, მრავალსაუკუნოვანი სამეცნიერო კვლევებისა და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს შორის გამართული მრავალრიცხოვანი დებატების შემდეგ, იტალიის მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადდა უზენაესი იტალიელი პოეტის, დანტე…
პრეზიდენტ ანდრეა რიკარდის წარდგინებით, სამშაბათს 25 თებერვალს, ფერუჩო დე ბორტოლი დაინიშნა დანტე ალიგიერის საზოგადოების ვიცე პრეზიდენტად. ცნობილი მწერალი და გაზეთ ,,კორიერე დელა სერა“ – ს (Corriere della Sera) ყოფილი რედაქტორი, ფერუჩო დე ბორტოლი დაიკავებს ყოფილი ვიცე პრეზიდენტის, პაოლო პელუფოს, თანამდებობას. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი წარმატებულ საქმიანობას უსურვებს ფერუჩო დე…
თბილისში 2020 წლის 26-დან 29 თებერვლის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდა ელჩის, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივით, მოეწყობა ღონისძიება “Tbilisi Arch Archive”, პირველი არქიტექტურის კვირეული თბილისში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი არქიტექტორები. კვირეულის ფარგლებში გაიმართება სემინარები და ვორკშოპები ქართველი არქიტექტორებისა და სტუდენტი- ახალგაზრდობის თანამონაწილეობით. თბილისის პირველ არქიტექტურის კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს…
დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისში, „ფლორენციის სასახლის“ „პრიმატიჩოს“ცნობილ საკონფერენციო დარბაზში, თბილისის „დანტეს“ კომიტეტთან თანამშრომლობით, ა.წ. 22 ნოემბერს, 18:00 სთ-ზე გაიმართება სახელოვანი ქართველი პოეტის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნის ავტორის, დათო მაღრაძის პოეზიის ახალი კრებულის „APOLIDE”-ს იტალიური თარგმანის პრეზენტაცია. კრებული გამოიცა იტალიური გამომცემლობა ALETTI-ს მიერ. ღონისძიება ტარდება დანტე ალიგიერის…