13-19 ოქტომბერს, იტალიური ენის XXV მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) გაიმართება საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით „საერთაშორისო ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის უფასო, ექსპერიმენტული კურსები სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის.“ 2025 წლის 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სტუ-ს ადმინისტრაციულ შენობაში, გაიმართება დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის საერთაშორისო პროექტის (მესამე ციკლის) პრეზენტაცია, რაც…
დანტე ალიგიერის საზოგადოების-თბილისის კომიტეტი 16-17 ოქტომბერს, იტალიური ენის XXV მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, სხვა მრავალფეროვან ღონისძიებებთან ერთად, ატარებს ღია კარის დღეებს და იტალიური ენის მოყვარულებს ორი დღის განმავლობაში სთავაზობს უფასო გაკვეთილებს თავის ოფისში, სადაც მოსულ სტუმრებს დახვდებათ სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იტალიური გარემო. ღია კარის დღეების…
ცნობილი გამოფენა-კონკურსი სახელწოდებით ,,მაკარონის ხელნაკეთობები”, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტის ინიციატივით, იტალიის საელჩოსთან და ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობით, წელს უკვე VI გამოცემით, კვლავ აგრძელებს იტალიური კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას მისი ერთ-ერთი სიმბოლოს, უმი მაკარონის მეშვეობით. გამოფენა-კონკურსმა “Opere di Pasta” შეძლო…
PLIDA სერთიფიცირებული გამოცდაზე გამოცხადების მსურველებს შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია. დონე: A2, B1 (13 ნოემბერი ) – B2,C1 e C2 (14 ნოემბერი) რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი. ⚠️ PLIDA-ს გამოცდაზე ჩასაწერად უნდა დარეგისტრირდეთ Dante.global-ზე (იხ. ქვემოთ). გამოცდაზე გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს მიიღოს იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. მონაწილეობის მისაღებად…
დანტე ალიგიერის საზოგადოების-თბილისის კომიტეტი 16-17 ოქტომბერს, იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, სხვა მრავალფეროვან ღონისძიებებთან ერთად, ატარებს ღია კარის დღეებს და იტალიური ენის მოყვარულებს ორი დღის განმავლობაში სთავაზობს უფასო გაკვეთილებს თავის ოფისში, სადაც მოსულ სტუმრებს დახვდებათ სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იტალიური გარემო. ღია კარის დღეების…
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს იტალიური ენის შესწავლა შემდეგი მიზნებით: – იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება – Erasmus + გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება – კურსის ბოლოს, გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, ADA-ს (დანტე…
გიყვარს იტალია და გსურს დაეუფლო იტალიურ ენას სახლიდან გაუსვლელად, თუნდაც საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან ? ჩვენ გვაქვს იდეალური შემოთავაზება შენთვის! დარეგისტრირდი იტალიური ენის ჰიბრიდულ ინტენსიურ კურსზე, დაესწარი გაკვეთილს ჯგუფთან ერთად ან ჩაერთე გაკვეთილზე ონლაინ სახლიდან, სამსახურიდან ან თუნდაც ტრანსპორტში ყოფნისას, ნებისმიერი ციფრული მოწყობილობის საშუალებით. ეს არის შენზე მორგებული სწავლების ფორმატი და…
საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე, ფაბიოლა ალბანეზე, პუპი ავატის ფილმის, „დანტეს“ ჩვენებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ახალ სასწავლო ცენტრს ეწვია და პუპი ავატის ფილმის, „დანტეს“ კინოჩვენების პრეზენტაცია გააკეთა. ამავე სასწავლო ცენტრშია წარმოდგენილი აგრეთვე იტალიური ენისა და კულტურის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი ნინო ცერცვაძე. ფილმის პრეზენტაციაზე მონაწილეობა მიიღო…
25 ოქტომბერს, 18:00-ზე, რომში, ფლორენციის სასახლეში გაიმართება კონფერენცია და მულტიმედიური ალბომის – „ბეატრიჩე“- წარდგინება. ღონისძიება გაიმართება იტალიაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. ღონძიებას დაესწრებიან ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი, საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან და კონსტანტინე სურგულაძე, საქართველოს ელჩი იტალიაში. შემოქმედებით გუნდს უმასპინძლებენ ალესანდრო მაზი, დანტე ალიგიერის…
იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის XXIII გამოცემის (2023 წლის 16-22 ოქტომბერი) თემაა “იტალიური ენა და გარემოს დაცვა”, რომლის მიზანია მსოფლიო მასშტაბით გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლება და დედამიწის ენერგორესურსებზე ზრუნვის პოპულარიზაცია იტალიური ენის მეშვეობით. წელს დანტე ალიგიერის საზოგადოების სათაო ოფისი აღნიშნულ თემას უერთდება პროექტით, რომლის სახელწოდებაა „მწვანე სიტყვები“ და გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება“, რაც…
