დანტეს

Dantedì 2023

25 მარტს მთელს მსოფლიოში აღინიშნება დიდი იტალიელი პოეტის, იტალიური ენის მამის, დანტე ალიგიერის, დაბადების დღე. 2020 წლიდან, დღესასწაულის ოფიციალურად დაწესების თარიღიდან მოყოლებული, დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტი ყოველთვის ენთუზიაზმით მონაწილეობს აღნიშნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. წლევანდელი პროგრამა ითვალისწინებს იტალიური ენისა და კულტურის მოყვარულთა მიერ „ღვთაებრივი კომედიის“ ყველაზე ცნობილი ქებების იტალიურ და…

გაზიარება:

იტალიური ენის კურსები სპეციალურ ფასად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

თუ ხარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ისარგებლე დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტისა და  სტსუ-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით, რის საფუძველზეც შეძლებ ჩაირიცხო იტალიური ენის კურსზე სპეციალურ ფასად! თუ გსურს სწავლის გაგრძელება იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში ან გინდა  მიიღო მონაწილეობა Erasmus+ გაცვლით პროგრამებში, გაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გაიარო იტალიური ენის საბაზისო კურსი, ხოლო კურსის გავლის…

გაზიარება:

დანტეს საზოგადოების წვლილი იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის

„დანტე ალიგიერის საზოგადოების“ პრეზიდენტის, პროფესორ ანდრეა რიკარდის, ინიციატივით და პროექტის- რომლის სახელწოდებაა „დანტეს საზოგადოების წვლილი იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის“ -ფარგლებში ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო ქსელის კომიტეტებს საჩუქრად გადაეცათ უახლესი პუბლიკაციები და წიგნები. აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება  „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს“ იმ არაჩვეულებრივი  მიზნის მიღწევაში, რაც გულისხმობს უახლოეს მომავალში  საბიბლიოთეკო რესურსის გაზრდას და „ლიტერატურული…

გაზიარება:

,,მაკარონის ხელნაკეთობები” – “Opere di Pasta”-2022 – იტალიური სამზარეულოს მე-7 მსოფლიო კვირეული

წელსაც გთვაზობთ შემოქმედებით გამოფენა-კონკურსს სახელწოდებით ,,მაკარონის ხელნაკეთობები” (Opere di Pasta), რომლის აწ უკვე IV გამოცემას დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი მართავს საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით. ზემოხსენებული კონკურსი ტრადიციულად ტარდება „იტალიური სამზარეულოს VII  მსოფლიოში კვირეულის ფარგლებში“ 14-დან 20 ნოემბერის ჩათვლით. აღნიშნული გამოფენა-კონკურსის პირველმა სამმა გამოცემამ დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია, რის…

გაზიარება:

იტალიური ენის XXII მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,თბილისის დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია”

#SLIM2022, იტალიური ენის XXII მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ყოველწლიურად ტარდება და, რომლის წლევანდელი თემაა ,,იტალიური ენა და ახალგაზრდები”, 2022 წლის 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა…

გაზიარება:

დანტეს“ ხელოვნების სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

„დანტეს“ ხელოვნების სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო კურსის ფარგლებში მოზარდი შეისწავლის შემდეგ დისციპლინებს: ხატვა-ფერწერა, კომპოზიცია, გამოყენებითი ხელოვნება, დიზაინის ელემენტები, აბრეშუმის მოხატვა და სხვა; ძერწვა – თიხაზე და პლასტელინზე მუშაობა, აპლიკაცია, დეკორატიული ფიგურების შექმნა; ჩვენი პროფესონალი პედაგოგებისაგან შემდგარი გუნდი მუდმივად შეიმუშავებს ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც მაქსიმალურად არის ბავშვებისა და მათი მშოლების ინტერესებსა…

გაზიარება:

იტალიური ენის კურსი მოზარდებისთვის!

იტალიური ენის კურსი მოზარდებისთვის! “დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ აცხადებს სასკოლო ასაკის მოზარდების მიღებას იტალიური ენის შემსწავლელ საერთაშორისო კურსზეADA. ADA-ს საერთაშორისო კურსზე ჩაწერისას სარგებლობს შემდეგი პრორიტეტებით: • ჩაწერისთანავე შენი მონაცემები განთავსდება PIANO ADA-ს საერთაშორისო ონლაინ ბაზაში და მოგენიჭება პირადი ნომერი და კოდი; • საქართველოდან გაუსვლელად გაივლი ADA-ს კურსს, დააგროვებ კრედიტებს და…

გაზიარება:

იტალიური ენისა და კულტურის ონლაინ სწავლების სახელმძღვანელო მოდელები და ავთენტური მასალები

11 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დაფინანსებით, ვენეციის კა’ ფოსკარისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ონლაინ ტრენინგ-კურსი სახელწოდებით “იტალიური ენისა და კულტურის ონლაინ სწავლების სახელმძღვანელო მოდელები და ავთენტური მასალები”.   დიდი მადლობა იტალიის საელჩოს საქართველოში Ambasciata d’Italia…

გაზიარება:

,,მაკარონის ხელნაკეთობები“ – III გამოცემა

იტალიური სამზარეულოს მე-6 მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, 2021 წლის 22-28 ნოემბერს „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ გთავაზობთ შემოქმედებითი კონკურსის ,,მაკარონის ხელნაკეთობები“- ს რიგით მე-3 გამოცემას. გამოფენა-კონკურსის პირველი წარმატებული ღონისძიების შემდეგ, 2020 წლის მეორე გამოცემაში, რომელიც პანდემიის გამო დისტანციურად ჩატარდა, 61 ნამუშევარმა მიიღო მონაწილეობა. წელს მესამედ ვატარებთ კონკურსს, რომელიც კრეატიულობისა და შემოქმედებითი ფანტაზიის …

გაზიარება:

დანტე ალიგიერის საზოგადოება -თბილისის კომიტეტი აცხადებს ADA-ს საერთაშორისო კურსებზე იტალიური ენის პედაგოგის თანამდებობაზე ვაკანსიას

დანტე ალიგიერის საზოგადოება -თბილისის კომიტეტი აცხადებს ADA-ს (Attestato Unico Dante Alighieri) საერთაშორისო კურსებზე იტალიური ენის პედაგოგის თანამდებობაზე ვაკანსიას. ძირითადი მოთხოვნები: • ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა და გამოყენება • მონაწილეობა საზოგადოების ღონისძიებებში, პროგრამებსა და პროექტებში; • თემატური კლუბების ორგანიზება და წარმართვა; • მუდმივი პროფესიული განვითარება. აუცილებელი მოთხოვნები: • უმაღლესი განათლება…

გაზიარება: