Dante Tbilisi

იტალიური ენის კურსი მოზარდებისთვის

“დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ აცხადებს სასკოლო ასაკის მოზარდების მიღებას იტალიური ენის შემსწავლელ საერთაშორისო კურსზე ADA. ADA-ს საერთაშორისო კურსზე ჩაწერისას სარგებლობს შემდეგი პრორიტეტებით: • ჩაწერისთანავე შენი მონაცემები განთავსდება PIANO ADA-ს საერთაშორისო ონლაინ ბაზაში და მოგენიჭება პირადი ნომერი და კოდი; ჩაწერისთანავე შენი მონაცემები განთავსდება PIANO ADA-ს საერთაშორისო ონლაინ ბაზაში და მოგენიჭება პირადი…

გაზიარება:

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,დანტეს შემოქმედება როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური”

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, საქართველოში იტალიის საელჩოსთან და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2021 წლის 27-28 ოქტომბერს გამართავს დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავისადმი  მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ,,დანტეს შემოქმედება როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური” ინფორმაცია კონფერენციის შესახებ: სამეცნიერო ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს მსოფლიოს კულტურისა და ცივილიზაციის განვითარებაში გენიალური…

გაზიარება:

თბილისის ,,დანტეს” კომიტეტი შეირჩა პარმის უნივერსიტეტის ტრენინგ-კურსისთვის (PIFY), რომელიც იტალიური ენის პედაგოგების პროფესიული გადამზადების მიზნით ტარდება

თბილისის კომიტეტი შეირჩა დანტე ალიგიერის საზოგადოებისა და იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის – პარმის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული იტალიური ენის (L2, LS) პედაგოგების პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის. მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ ონლაინ რეჟიმში მიმდინარე კურსი უფრო მეტად აძლიერებს ჩვენი კომიტეტის როლს და გვთავაზობს პროფესიული ზრდის შესაძლებლობას. კურსი არის საწყისი ეტაპი ერთწლიანი მოსამზადებელი პროგრამისა…

გაზიარება:

დანტე 2ათას21 – დანტეს გარდაცვალების 700 წლის იუბილე

გენიალური იტალიელი პოეტის – დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავის აღსანიშნავად, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, გამართავს   კულტურულ ღონისძიებათა ციკლს “დანტე 2ათას21 – დანტეს გადრაცვალების 700 წლის იუბილე”. დიდი იტალიელი პოეტის საიუბილეო ღონისძიებას მნიშნველოვანი საზეიმო და კულტურული დატვირთვა აქვს. მისი ჩატარება იგეგმება 2021 წლის სექტემბრის ბოლოს ან…

გაზიარება:

Dante.Global 2021 წლის 14 აპრილს

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებლებისა და იტალიური ენისა და კულტურის მოყვარულებისთვის! ხვალ, 2021 წლის 14 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათაო ოფისში გაიმართება, თანამედროვე ციფრული პლატფორმის Dante.Global-ის ონლაინ ინაუგურაცია, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას მონაწილეობით. ამ არაჩვეულებრივი ინაუგურაციის პირდაპირ ეთერში ხილვა შესაძლებელია შემდეგ ვებ გვერდზე: lhttps://www.dante.global/…

გაზიარება:

ვინ არიან 2020 წლის ჟიურის წევრები

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ორგანიზებული “იტალიური სამზარეულოს მე -5 მსოფლიო კვირეულისადმი” მიძღვნილი გამოფენა -კონკურსი “მაკარონის ხელნაკეთობები” – ს მეორე გამოცემის ჟიური წელს წარმოდგენილია 6 მაღალი რანგისა და პროფესიონალი წევრის სახით. წელს გამარჯვებულების გამოსავლენად  პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ჟიური რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან პირველი გამოცემისგან…

გაზიარება:

,,მაკარონის ხელნაკეთობები“ ფოთიდან თბილისში მსოფლიოში იტალიური სამზარეულოს Vკვირეულისთვის

მსოფლიოში იტალიური სამზარეულოს V კვირეულისადმი მიძღვნილ ჩვენს ღონისძიებას ქალაქი ფოთიც შეუერთდა, რომელიც სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში მდებარეობს და ამ მშვენიერ საპორტო ქალაქს დაახლოებით 43 000 მცხოვრები ჰყავს. 2020 წლის 12 ნოემბერს, პედაგოგ ნინო კურტანიძის ხელმძღვანელობით, ფოთში, გერგიძის 24-ში მდებარე პიცერია “ვერონასთან” თანამშრომლობით, ქალაქის სხვადასხვა სკოლის თორმეტმა მოსწავლემ, კონკურსის “Opere di Pasta”…

გაზიარება:

გამოფენა-კონკურსი ,,მაკარონის ხელნაკეთობები” – “Opere di Pasta”

იტალიური სამზარეულოს მე-5 მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით 2020 წლის 23 -29 ნოემბერს „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ კულტურულ ღონისძიებას (შემოქმედებით კონკურსს) ,,მაკარონის ხელნაკეთობები“- ს რიგით მე-2 გამოცემას. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იტალიური ენისა და კულტურის ყველა მოყვარულს, „დანტეს“ ხელოვნებისა და სხვა სკოლების მოსწავლეებს, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, აგრეთვე ნებისმიერი ასაკის…

გაზიარება:

მსოფლიოში იტალიური ენის XX კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით: ,,ჯანი როდარი- ლექსები, მოთხრობები და ილუსტრაციები“

წელს იტალიური ენის XX მსოფლიო კვირეულის თემაა “იტალიური ენა სიტყვასა  და გამოსახულებას შორის – წარწერები, ილუსტრაციები და კომიქსები”. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გიწვევთ ყველასთვის განსაკუთრებულ ღონისძიებაზე სახელწოდებით   ,,ჯანი როდარი- ლექსები და ილუსტრაციები“. ცნობილი იტალიელი პოეტისა და მწერლის, ჯანი როდარის  მშვენიერი ლექსები, ზღაპრები და მოთხრობები არაერთხელ გამხდარან…

გაზიარება:

იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე. იტალიის ელჩის გზავნილი

ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ დღევანდელ დღეს, 2 ივნისს, როცა იტალიის რესპუბლიკის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ. ზუსტად 74 წლის წინ, 1946 წლის 2 ივნისს, საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგად ჩვენი რესპუბლიკის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი. ჩემი დიდი სურვილი იყო, თქვენთვის მასპინძლობა გამეწია და ტრადიციისამებრ ერთად აღგვენიშნა ეს დღესასწაული. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ…

გაზიარება: