Dante Tbilisi

კორონავირუსის სიმპტომების მქონე იტალიაში მცხოვრები ქართველი პედაგოგი უფასოდ ატარებს იტალიური ენის ონლაინ გაკვეთილებს თბილისის ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მხარდასაჭერად!

პანდემიით გამოწვეული რთული სიტუაციის მიუხედავად, ,,დანტეს” თბილისი კომიტეტი აგრძელებს თავის საქმიანობას!!! მარიამ ქაფიანიძის, იტალიაში მცხოვრები ქართველი პედაგოგის, წარმოუდგენელი სოლიდარობა გულს გვითბობს და გვმატებს ენთუზიაზმს! მარიამ ქაფიანიძე, ჩვენი ყოფილი პედაგოგი, რომელიც 2012 წელს იტალიელზე დაქორწინდა და ახლა იტალიაში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა, არ შეუშინდა ამ დაავადების სიმპტომებს…

გაზიარება:

ფლეშმობი დანტეს დღე ერთად აღვნიშნოთ დიდი პოეტის დაბადების დღე და გამოვხატოთ იტალიისადმი ჩვენი სიყვარული პაოლოსა და ფრანჩესკას სიტყვებით

ფლეშმობი#დანტესდღე#მევრჩებისახლშიდანტესწასაკითხად#მემიყვარსიტალიურიკულტურა#ჩვენგვიყვარსიტალია ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ რომის სათავო ოფისი იწყებს საერთაშორისო კამპანიას, ე. წ. ფლეშმობს, რომელიც ეძღვნება უზენაესი იტალიელი პოეტის შემოქმედების გვირგვინის, უკვდავი პოემის- ,,ღვთაებრივი კომედიის“- წაკითხვას. რატომ? 2020 წელს, პირველად, მრავალსაუკუნოვანი სამეცნიერო კვლევებისა და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს შორის გამართული მრავალრიცხოვანი დებატების შემდეგ, იტალიის მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადდა უზენაესი იტალიელი პოეტის, დანტე…

გაზიარება:

ფერუჩო დე ბორტოლი – დანტე ალიგიერის საზოგადოების ახალი ვიცე პრეზიდენტი

პრეზიდენტ ანდრეა რიკარდის წარდგინებით, სამშაბათს 25 თებერვალს, ფერუჩო დე ბორტოლი დაინიშნა დანტე ალიგიერის საზოგადოების ვიცე პრეზიდენტად. ცნობილი მწერალი და გაზეთ ,,კორიერე დელა სერა“ – ს (Corriere della Sera) ყოფილი რედაქტორი, ფერუჩო დე ბორტოლი დაიკავებს ყოფილი ვიცე პრეზიდენტის,  პაოლო პელუფოს, თანამდებობას. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი წარმატებულ საქმიანობას უსურვებს ფერუჩო დე…

გაზიარება:

თბილისის პირველი საერთაშორისო არქიტექტურის კვირეული

 თბილისში 2020 წლის 26-დან 29 თებერვლის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდა ელჩის, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივით, მოეწყობა ღონისძიება “Tbilisi Arch Archive”, პირველი არქიტექტურის კვირეული თბილისში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი არქიტექტორები. კვირეულის ფარგლებში გაიმართება სემინარები და ვორკშოპები ქართველი არქიტექტორებისა და სტუდენტი- ახალგაზრდობის თანამონაწილეობით. თბილისის  პირველ არქიტექტურის კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს…

გაზიარება:

იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი, ენრიკო ვალვო, სტუმრად ეწვია დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტს

17 თებერვალს „დანტე ალიგიერის საზოგადოების – თბილისის კომიტეტს“ სტუმრად ეწვია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება, ენრიკო ვალვო. „დანტე ალიგიერის საზოგადოების – თბილისის კომიტეტის“ პრეზიდენტმა, ქალბატონმა ნინო ცერცვაძემ მის აღმატებულებას წარუდგინა რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოში იტალიური ენის სწავლების პერსპექტივებისა და იტალიური კულტურის გავრცელების მიზნით „დანტე ალიგიერის საზოგადოებასა“…

გაზიარება:

დათო მაღრაძის პოეზიის ახალი კრებულის „APOLIDE”-ს იტალიური თარგმანის პრეზენტაცია

დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისში, „ფლორენციის სასახლის“ „პრიმატიჩოს“ცნობილ საკონფერენციო დარბაზში, თბილისის „დანტეს“ კომიტეტთან თანამშრომლობით, ა.წ. 22 ნოემბერს, 18:00 სთ-ზე გაიმართება სახელოვანი ქართველი პოეტის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნის ავტორის, დათო მაღრაძის პოეზიის ახალი კრებულის „APOLIDE”-ს იტალიური თარგმანის პრეზენტაცია. კრებული გამოიცა იტალიური გამომცემლობა ALETTI-ს მიერ. ღონისძიება ტარდება დანტე ალიგიერის…

გაზიარება:

გამოფენა-კონკურსი ,,მაკარონის ხელნაკეთობები”

18-24 ნოემბერს მთელი მსოფლიო საზეიმოდ აღნიშნავს ,,იტალიური ენის IV საერთაშორისო კვირეულს“.კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ წელს პირველად ატარებს გამოფენა-კონკურსს სახელწოდებით – ,,მაკარონის ხელნაკეთობები“.კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იტალიური ენისა და კულტურის ყველა მოყვარულს, „დანტეს“ ხელოვნებისა და სხვა სკოლების მოსწავლეებს, სტუდენტებს, აგრეთვე ნებისმიერი ასაკის წარმომადგენლებს ვთავაზობთ წარმოადგინონ კრეატიული ნამუშევრები,…

გაზიარება:

იტალიური ენის XIX საერთაშორისო კვირეული – სევილიელი დალაქი

21-27 ოქტომბერს მთელი მსოფლიო საზეიმოდ აღნიშნავს ,,იტალიური ენის XIX საერთაშორისო კვირეულს“, რომლის წლევანდელი თემაა ,,იტალიური ენა სცენაზე“. კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩო, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოებასა“ და ,,ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან“ თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ თოჯინების ოპერის თეატრის -„მცირე პწკალა“ – სპექტაკლს ,,სევილიელი დალაქი“. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის ქართულენოვანი ტექსტი, რომელსაც წამყვანი იყენებს…

გაზიარება:

დანტეს კურსდამთავრებულები

დანტე ალიგიერის საზოგადოების სტიპენდიანტი, თამარ სამხარაძე ფლოერენციის სკოლიდან გიამობობთ დანტე ალიგიერის თბილისის კომიტეტზე, მოპოვებულ სტიპენდიაზე და იმაზე, რომ მიზნის მისაღწევად დაგეგმილი სწორი ნაბიჯები აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე! თამარ სამხარაძე: ,,ზუსტად ორი წლის წინ მივხვდი, რომ ყველაზე დიდი ოცნების ადგილი რეალობაში იყო, ასე რომ დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტში მივედი და ენის…

გაზიარება:

იტალიური ენის მსურველთათვის ღია კარის დღე

,,დანტეს” თბილისის კომიტეტში კიდევ 2 ახალი, დაწყებითი დონის ჯგუფი შედგა!🇮🇹🇮🇹👏 10 ოქტომბერს, 19:00 საათზე ჩატარდება ღია კარის დღე, მათთვის, ვინც დაინტერესებული იტალიური ენის სწავლით, სადაც გაგაცნობთ პირობებს სწავლების შესახებ დ ვისაუბრებთ ყველა თქვენთვის საინტერესო თემაზე. ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.❤

გაზიარება: